ეკა მიშველაძე მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა [Audio]
საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის ხელმძღვანელმა გიორგი ბარათაშვილმა ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მიშველაძემ რადიო “თბილისთან” ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტმა გენერალური დირექტორის წერილი მიიღო და გაასაჯაროვა, სადაც აღნიშნულია, რომ გადაცემა „პირველი სტუდია“ დაიხურა.
წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ მის მიერ წარდგენილი ახალი გადაცემის პროექტმა არ დაიმსახურა მოწონება მაუწყებელში.
რადიო “თბილისი” გიორგი ბარათაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მისი მობილური ტელეფონის ნომერი გამორთულია.
მოუსმინეთ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის ხმას