ხმაური გურჯაანში “ოცნების” პარტიულ კონფერენციაზე [Audio]

გურჯაანში “ქართული ოცნების” პარტიული კონფერენცია ხმაურის ფონზე დაიწყო. ადგილზე მმართველი კოალიციის ორი ყოფილი წევრი მივიდა, რომლებმაც მონაწილეების დასწრება გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, ისინი კონფერენციაზე გაურკვეველი მიზეზით არ მიიწვიეს. მოგვიანებით მათ კახი კალაძისგან ვითარებაში გარკვევის პირობა მიიღეს.

შეხვედრა დახურულ რეჟიმში წარიმართა. კონფერენციაზე საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები აირჩიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button