ბელგიის პარლამენტი აფეთქების საშიშროების გამო ევაკუირებულია

სატელეფონო მუქარის გამო, ბრიუსელის ფედერალური პარლამენტის შენობა, სადაც სხდომებში მონაწილეობას ბელგიის ორივე პალატა იღებს, ევაკუირებულია.

ინფორმაცია, საკუთარ Twitter-ში, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ზიგფრიდ ბრაკემ გაავრცელა.

როგორც ბელგიის საინფორმაციო საიტი hln.be იუწყება, 23 სექტემბერს, ბრიუსელის დროით 8:00 საათზე, უცნობმა პირმა პარლამენტში დარეკა და შეატყობინა, რომ შენობა დანაღმულია.

პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველთა ძალებია მობილიზებული, პოლიციელები და კინოლოგები ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18735″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button