მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ეკა მიშველაძის სახლიდან მძარცველებმა 2 ლეპტოპი წაიღეს

ტელეწამყვან ეკა მიშველაძის სახლიდან მძარცველებმა 2 ლეპტოპი წაიღეს.

ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ აღნიშნული მის და ოჯახის წევრებს დაშინებას უკავშირდება.

“ეს რა ქვეყანაა! ეს სად ვცხოვრობთ?! სახლი გამიქურდეს, დოლიძეზე! ამ წამს მოვედი და ღია დამხვდა! მთელი სახლი თავდაყირა! ეს რა მიზნით მოხდა მაგასაც გავიგებ იმედია, და ვაი თქვენი ბრალი!

ნახეთ რა საინტერესოა: ორი ლეპტოპი არ ჩანს! ჯერ- ჯერობით… დეტალებს დავწერ კიდევ.ბოლომდე ვერ ვახერხებთ ჯერ დათვალიერებას, მუშაობენ ექსპერტები. მაგრამ, აქ საყურადღებო სხვა რამეა: ეს კი არის ჩემი მისამართი, მაგრამ ვცხოვრობ სხვაგან. აქ ცხოვრობს ჩემი შვილ ქმართან და პატარა შვილთან ერთად! ეჭვებს მიჩენს , რომ ეს შესაძლოა დაშინების მცდელობა იყოს! და თუ ასეა, მეტი სიმდაბლე არ არსებობს!!! წერს ჟურნალისტი ფეისბუქზე.

ეკა მიშველაძე, ტვ პირველის წამყვანი და ჟურნალისტი, ბოლო დროს ხელისუფლების მისამართით კრიტიკული განცხადებით გამოირჩევა.

იგი აქტიურად იყო ჩართული მედიის პროტესტში გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button