ეკა მიშველაძის საქმეზე მთავარი სხდომა გაიმართება

დღეს, 22 ნოემბერს, 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ტელეწამყვანის ეკა მიშველაძის საქმეზე მთავარი სხდომა ჩატარდება.

როგორც ცნობილია, ეკატერინე მიშველაძემ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ სარჩელი რამდენიმე თვის წინ წარადგინა და მოითხოვა მისი გადაცემის დახურვისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონო, დადისკრიმინაციული მოტივით მიღებული ბრძანებების ბათილად ცნობა.

მიშველაძის განმარტებით, მისი სამსახურიდან დათხოვნა კანონდარღვევით მოხდა.  რომ მისი გათავისუფლება ხელისუფლების გეგმის ნაწილია, რომლითაც მმართველი გუნდი მედიაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.

ამავე გეგმის ნაწილად მიშველაძე სხვა პოლიტიკური გადაცემების დახურვასა და “რუსთავი 2”-სა და “მაესტროზე” შეტევას ასახელებდა.

მიმდინარე წლის 11 მაისს, ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდეტის პრეს-სპიკერად დაინიშნა, თუმცა მას სასამართლოსთვის საქმისწარმოების შეჩერების მოთხოვნით არ მიუმართავს.

ეკა მიშველაძის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ხალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button