“გოგონების წინადაცვეთა დასჯადი გახდება”

“გოგონების წინადაცვეთა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება”,- შესაბამისი ცვლილება კანონმდებლობაში იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და უწყება იმედოვნებს, რომ ახალი პარლამენტი მას მხარს დაუჭერს.

„ჩვენ სამწუხაროდ არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში. არის სხვადასხვა ქვეყანა მსოფლიოში, მათ შორის, აფრიკის კონტინენტზე, სადაც გოგონები ასე სახიჩრდებიან და ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ის რამდენიმე მაგალითი, რაც ორ თუ სამ სოფელში არსებობს, სასწრაფოდ აღმოიფხვრას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა თეა წულუკიანმა.

„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ინფორმაციით, კახეთში ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება.

ამავე თემაზე: ►

“კახეთში ასობით ავარ გოგონას წინდაცვეთას აიძულებენ” – IWRP–ს კვლევა

გოგონების წინდაცვეთა – პრეზიდენტი მინისტრებს მიმართავს

მსგავსი პოსტები

Back to top button