პოლ გობლი: პუტინი საქართველოსა და უკრაინაში არეულობას ეცდება

რადიო თბილისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ცნობილი ამერილკელი პოლიტოლოგი პოლ გობლი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინაში დესტაბილიზაციასა და არეულობას ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდშიც შეეცდება.

“პუტინი საქართველოსა და უკრაინაში არეულობას და დესტაბილიზაციას არც ტრამპის პრეზიდენტობის დროს მოერიდება. იგი შეეცდება გააძლიეროს თავისი ზეგავლენა ამ რეგიონებზე.

მიმიდნარე გარდამავალი პერიოდის დროს პუტინმა შესაძლოა დრო იხელთოს  და უკრაინაზე ახალი თავდასხმა განახორციელოს. ასეთივე საშიშროება არსებობს სამხრეთ ოსეთთან მიმართებაშიც. ეს კი დრამატულად აიასახება საქართველოზე.

ვაცნობიერებთ რა ამ ყველაფერს, ვფიქრობ, ევროპა, შეერთებული შტატები და ასევე უკრაინა შეეცდება რუსული ძალას მიმართ წინააღმდეგობის გაწევას.

საქართველოსთვის ეს უფრო რთული გასაკეთებლია ვიდრე უკრაინისთვის, რადგან უკრაინის მოსაზღვრე ნატოს წევრი ქვეყნები არიან. ამ ვითარებაში ყველაზე საგულისხმოა,რომ საქართველომ შეინარჩუნოს მნიშვნელობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და დარწმუნებული იყოს რომ შავი ზღვა რუსეთის ტბად არ გადაიქცევა.”  – ამბობს გობლი.

“მე პირადად მომხრე ვარ რომ შეერთებულმა შტატებმა  აიღოს  უფრო გამწევი პოზიცია ამ ქვეყნების ნატოში უპირობო გაწევრიანების თაობაზე, რაც ერთგავრად გამაფრთხილებელი ნიშანი იქნება კრემლისთვის. რამდენად მალე მოხდება ეს ყველაფერი არ ვიცი, თუმცა ვფიქრობ რომ ამერიკის პოზიცია რუსეთის მიმართ იქნება უფრო მწვავე და მკაცრი ვიდრე ეს ზოგიერთს ჰგონია.” – აცხადებს გობლი რადიო თბილისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ჩვენი წარმომადგენელის შეერთებულ შტატებში რუსუდან წერეთელის მიერ მომზადებული ინტერვიუს აუდიო ვერსია მოისმინეთ ამ ბმულიდან

 

მსგავსი პოსტები

Back to top button