სპორტი
ეკატერინე გორგოძე კალსრუეს ტურნირის ნახევარფინალშია

მას შემდეგ რაც ერთეულთა ბადეს გამოეთიშა, 29 წლის ქართველი ჩოგანი ეკატერინე გორგოძე კალსრუეს ტურნირის წყვილთა თანრიგის გათამაშებაში ჩაერთო და მე-4 განთესვით, რუმინელ ირინა ბარასთან ერთად გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია.
მეოთხედფინალში მათ რუსი წყვილი ალიონა ფომინა და ეკატერინა იაშინა 7:5 6:2 დაამარცხეს.
ნახევარფინალში ქართულ-რუმინული წყვილი კვლავ რუსეთის სახელით მოასპარეზე ნათელა ძალამიძისა და ალექსანდრა პანკოვას წყვილს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალური შეხვედრა 10 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ გერმანიში მიმდინარე კალსრუეს საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 115 000 დოლარია.