სპორტი

ეკატერინე გორგოძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

წყვილთა თანრიგის ახლადგამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე 7 ადგილით დაწინაურდა.

გორგოძეს ამ დროისათვის 1453 ქულა აქვს და 62-ე პოზიცია უკავია,რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია

ქართველი ჩოგანის წარმატების მიზეზი რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი გახდა,რომელიც 29 წლის სპორტსმენმა რუმინელ ირინა ბარასთან ერთად მოოგო.

წყვილმა გასულ კვირას მონტევიდეოში 125 ათას ევროიანი ტურნირზე იმარჯვა. წელს იყო კიდევ სხვა, წარმატებით დასრულებული ტურნირები: კარსლრუეში,კლუჟ-ნაპოკასა და ბუენოს-აირესში.

რაც შეეხება ერთეულთა თანრიგის,გორგოძე აღნიშნულ რეიტინგში 142-ე პოზიციაზეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button