სპორტი

მიქაუტაძე ბელგიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ბელგიური სერენის 21 წლის თავდსხმელი ბელგიის ჩემპიონატის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველმა ფორვარდმა გასულ ტურში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

სერენმა ლევან შენგელიას ლიოვენს უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 სძლია. მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იდგა და მხოლოდ მატჩის მიწურულს გაიყვანა მთავარმა მწვრთნელმა მოედნიდან.

მიქაუტაძემ მე-20 წუთზე გაიტანა გოლი და 71-ე წუთზე ჩემპიონატში პირველი საგოლე პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ლილის საკუთრებას და იჯარითაა გასხვისებული სერენში.მან კლუბის მაისურით 11 მატჩი ითამაშა და 9 გოლი გაიტანა.

სერენი ჟუპილერ ლიგაში 16 ქულით მე-15 ადგილზეა.მომდევნკ მატჩს კი 27 ნოემბერს სენტ ტრუიდენთან გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button