მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ეკატერინე ტიკარაძე პატრიარქს შეხვდება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, დღეს პატრიარქს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრა საპატრიარქოში 14:00 საათზეა დაგეგმილი.

სთხოვს თუ არა ვაქცინაციის პროცესში ტიკარაძე პატრიარქს დახმარებას უცნობია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სასულიერო პირებს და სინოდს ვაქცინაციის პროპაგანდაში დახმარება საჯაროთ სთხოვა, თუმცა მათგან უარი მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button