მნიშვნელოვანისაქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში მედიკამენტების არსებულ მარაგზეც ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ხელისუფლება მედიკამენტების მარაგის მუდმივ კონტროლზე და შემოწმებაზე მუშაობს. მინისტრი დადასტურებით აცხადებს, რომ ქვეყანაში მედიკამენტების დეფიციტი არ შეიქმნება.

“თქვენ იცით, რომ უკვე კვირაზე მეტია საქართველოს მთავრობამ აკრძალა საქართველოდან სამედიცინო საჭიროების ნივთების და მედიკამენტების გატანა. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში არის საკმარისი მარაგი მედიკამენტის. ჩვენ ვმუშაობთ მარაგების მუდმივ კონტროლზე და ასევე შემოწმებაზე, გვაქვს ჩვენს მწარმოებლებთან ისევე როგორც კერძო შემომტანებთანაც კოორდინაცია და ვირწმუნებით,რომ მარაგების შევსებიდან გამომდინარე ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სწრაფი ტესტების შემოტანა საქართველოში ხვალ დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობა იქნება ოთხშაბათიდან მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება დაიწყოს. მინისტრის განმარტებით, ტესტებით მომარაგება 4 ეტაპად მოხდება.ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწრაფი ტესტების რაოდენობა საკმარისი იქნება და შესაძლებელი გახდება კორონავირუსზე რაოდენობით დიდი ჯგუფების გატესტვა.

“ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად. ჩვენ ველოდებით ტესტებს ხვალ, შემდეგ ველოდებით 27-ში, არის გადანაწილებული და ბოლო შემოტანას ველოდებით 5 მარტისთვის და რაოდენობა არის საკმარისი იმისათვის, რომ მოხდეს დიდი ჯგუფების გატესტვა,” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს დღეიდან მედიკამენტებს საქართველოს ფოსტის მეშვეობით სახლში მიაწვდიან. ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განიხილება 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების სახლში მიწოდება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 54 ადამიანიდან 8 სრულად განიკურნა. მონაცემები უკვე განახლებულია მთავრობის ვებგვერდზე, stopCoV.ge-ზე.

ადამიანების გაჯანმრთელების პარალელურად, საქართველოში დაწესებული რეგულაციები მკაცრდება. იმის გამო, რომ მარნეულში მყოფი მოქალაქის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა, ჩაიკეტა მუნიციპალიტეტი.გარდა ამისა, ღამის 12 საათიდან სრულად იკრძალება ყველა საქალაქთაშორისო მიმოსვლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button