ეხვაიების ოჯახში ამბობენ, რომ 3 ძროხა მოპარეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კალოსუბანში, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ეხვაიების ოჯახიდან სამი ძროხა მოიპარეს.

დაზარალებულებს საცხოვრებელი სახლის წინ ფერმა აქვთ, სადაც სულ 17 სული ძროხა ყავდათ.

ოჯახის ინფორმაციით, ზარალი 6000 ლარია. მომხდარს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის სამმართველო იძიებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button