მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ეკლესიიდან გამოსული არ ვაკეთებ კომენტარებს”

დღეს სიონის ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა კითხვას, თუ რას ფიქრობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ეკლესიას დამატებითი ტერიტორიები გადაეცემა.

“ეკლესიიდან გამოსული არ ვაკეთებ კომენტარებს”. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე, პირველ პირს აღარაფერი უთქვამს იმ სასულიერო პირების კრიტიკაზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ პანდემიის წინააღმდეგ ვაქცინა კარგი არ არის.

მოისმინეთ სალომე ზურაბიშვილის ხმა.

სასულიერო პირებმა დღეს ქალაქი ისევ აკურთხეს. მსვლელობა სამების ტაძრიდან დაიწყო და მისი მონაწილეები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით დაიძრნენ. 

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ქუჩების კურთხევის გადაწყვეტილება მოსახლეობის გამხნევებისთვის მიიღეს.

“ამ დალოცვას პირველ რიგში, რასაკვირველია, აქვს ის მნიშვნელობა, რომ ისტორიულად ყოველთვის ჯვარ-ხატებით მსვლელობა იყო ყოველგვარი განსაცდელის, უბედურების, ეპიდემიების ჟამს ერთ-ერთი საშუალება, რომ გათავისუფლებულიყო ამ უბედურებისაგან მოსახლეობა.” – განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილმა).

მოისმინეთ მეუფე დანიელის და არქიმანდრიტ იოანეს ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button