მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
“ეკლესიიდან ინფექცია არ გავრცელდება”
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს განცხადებით, ეკლესიიდან ინფექცია არ გავრცელდება. „ეკლესიიდან არ გავრცელდება. ეკლესიაში პირიქით მოდიან ადამიანები, რომ განიკურნონ სულიერად და ხორციელად“, – აღნიშნა მეუფემ.
რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას, მეუფე გერასიმეს განცხადებით, ყველა ელოდება პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და იმის მიხედვით გადაწყდება, თუ რა მოხდება.
„ჩვენ არ ვიცით რა გადაწყვეტილება იქნება, ველოდებით პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და ოფიციალურად საპატრიარქო გააკეთებს ამის შესახებ განცხადებას. როგორც იქნება პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, ისე ჩატარდება საქართველოს ეკლესია-მონასტრებში. ყველა ეკლესია, მონასტერი, ეპარქია ექვემდებარება პარტიარქის ლოცვა -კურთხევას”, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.