მსოფლიოსიახლეები

ნავთობზე მოთხოვნა 1995 წლის დონემდე დაეცა

2020 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა სარეკორდო მაჩვენებლით, დღე-ღამეში 9,3 მილიონი ბარელით შემცირდება. აპრილში მოთხოვნა, შარშანდელ აპრილთან შედარებით, დღეში 29 მილიონი ბარელით შემცირდება და 1995 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. ამის შესახებ აღნიშნულია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშში.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, Brent-ის მარკის ნავთობზე ივნისის ფასებმა ვარდნა გააძლიერა და ის ბარელისთვის 28,5 დოლარამდე დაეცა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ნავთობზე მოთხოვნამ კლება იწყო.

ამასთან, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის სიჭარბე შეინიშნებოდა. კორონავირუსის გავრცელების შედეგებმა გააღრმავა რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის უთანხმოება ნავთობის მოპოვების შემცირების პირობების თაობაზე. ამის შედეგად, მარტში ნავთობის ფასები რამდენჯერმე შემცირდა და ერთ მომენტში ბარელი ნავთობის ფასი 20 დოლარზე უფრო დაბლა დაეცა.

აპრილში ჯგუფ OPEC+-ში შემავალი ქვეყნები შეთანხმდნენ, ნავთობის მოპოვება მაისსა და ივნისში დღე-ღამეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირონ. ექსპერტები აცხადებენ, რომ მოპოვების ასეთი მასშტაბური შემცირება ვერ დაიცავს ნავთობის ფასებს შემდგომი ვარდნისგან.

მსგავსი პოსტები

Back to top button