მნიშვნელოვანი

„ეკონომიკის სამინისტრომ ეს აუქციონი პირდაპირ RMG Gold-ს გამოუცხადა“ – „ახალი საქართველო“

„სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ წევრის, თამთა შამათავას თქმით, „დმანისის დაცვის ფონდის” წარმომადგენლები გუშინ თავად დარწმუნდნენ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე, აუქციონზე გამოტანილ 16 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, კომპანია ,,არემჯი გოლდს“ სამუშაოების უკვე დაწყებული აქვს.

როგორც რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ თამთა შამათავამ აღნიშნა, კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილზე ჩასულ პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება სწორედ იმან გამოიწვია, რომ ,,არემჯი გოლდის“ წევრებს არ სურდათ, დაწყებული სამუშაოები გახმაურებულიყო.

აუქციონი საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა და იმისთვის, რომ RMG Gold უკონკურენტო არ ყოფილიყო, კონკურსში „დმანისის დაცვის ფონდის” წარმომადგენლებიც დარეგისტრირდნენ.

მოისმინეთ თამთა შამათავას ხმა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button