მნიშვნელოვანისიახლეები

,,ეკონომიკურ ზრდასთან ერთად საქართველოში სიღარიბე განახევრდა,,-პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში სიღარიბე განახევრდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

პრემიერის განმარტებით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება.

„ყველაფერზე მეტყველებს ის მონაცემები, რაც გვაქვს.

რაც შეეხება სიღარიბის შემცირებას, სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წელს იყო მილიონ 100 ათასი ადამიანი, როდესაც ის [ხაზარაძე] და მისი პარტნიორი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესის რეკეტით იყვნენ დაკავებული, მილიონ 100 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა. დღევანდელი მაჩვენებელი წამოცდენილი 600 000-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე განახევრდა. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება.

წინა თვეში გვქონდა 9.5% ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი მიზანია, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ. ასეთ პირობებში სიღარიბე კიდევ უფრო მეტად შემცირდება ჩვენს ქვეყანაში, რაც საშუალო ვადიან პერსპექტივაში მოგვცემს სიღარიბის სრულად აღმოფხვრის საშუალებას“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button