ეკვადორში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა [Photo/video]

5 დღის წინ მომხდარი დამანგრეველი მიწისძვის შემდეგ, ეკვადორში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშში-ის გეოლოგიური სამსახური გვაცნობებს, რომ 22 აპრილს ქვეყანაში ახალი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ეპიცენტრი ქალაქ პორტოვიეხოდან 100 კილომეტრშია განლაგებული. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ ეკვადორში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 17 აპრილის ღამით მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების კერა 20 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ პადერნალესის რაიონში დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად მრავლსართულიანი სასტუმროები, საცხოვრებელი სახლები და საზკვების ობიექტები მთლიანად განადგურდა. დღეს ეკვადორის პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მიწისძვრას 587 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33928″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button