ჭიათურის მაღალმთიან სოფლებში თოვლი მოვიდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლი მოვიდა. როგორც ჭიათურის გამგებელმა, სულხან მახათაძემ განაცხადა, თოვლის საფარი საგანგაშო არ არის.

ამასთან, მისივე თქმით, ტემპერატურის ვარდნისა და ყინვის შემთხვევაში შესაძლოა, პრობლემები დაფიქსირდეს.

„მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო თოვლის მოსვლა, თუმცა მაღალმთიან სოფლებში გუშინ ღამით თოვდა“, – განაცხადა სულხან მახათაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button