რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიადისთვის აგებული ველობილიკი ჩამოინგრა [Photo/Video]

რიო-დე-ჟანეიროში ველობილიკი ჩამოინგრა, რომელიც სანაპიროს გასწვრივ ბოძებზე – 10 მეტრის სიმაღლეზე იყო აგებული. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, ველობილიკის ჩამონგრევა დიდმა ტალღამ გამოიწვია. ტრაგედიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 1 უკვალოდ დაიკარგა, 3 დაშავებული კი გადაარჩინეს.

ჩამონგრეული მონაკვეთის სიგრძემ 50 მეტრი შეადგინა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

ველობილიკი მიმდინარე წლის იანვარში ოფიციალურად გაიხსნა. იგი ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს, რომელიც 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის სპეციალურად ააგეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33942″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button