მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ელექტრონული წიგნები საჯარო სკოლებში

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის თქმით, სამინისტრომ გამომცემლობებს ახალი სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა. მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ელექტრონული წიგნები ნაბეჭდ სახელმძღვანელოებს ჩაანაცვლებს.

როგორც დგებუაძემ აღნიშნა, ელექტრონული რესურსების განვითარებაზე, განათლების სამინისტრომ ჯერ კიდევ პანდემიამდე მუშაობა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში დაიწყო.

“პანდემიის პირობებში, მოგეხსენებათ, კიდევ უფრო გაძლიერდა მოთხოვნა იმაზე, რომ შეიქმნას კიდევ უფრო მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები. შესაბამისად, ჩვენ გავუწიეთ ორგანიზება გამომცემლებთან შეხვედრას და დავიწყეთ დიალოგი. ეს სამუშაო პროცესია და ჩვენ ამ შეხვედრებს ეტაპობრივად გავაგრძელებთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს გრიფირებულ სახელმძღვანელოს ნაბეჭდი ანუ მატერიალური სახით.

“თუმცა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ რესურსები, გამომცემლებს ვესაუბრეთ და შევთავაზეთ, წარმოადგინონ წინადადებები, რა პირობით მოგვცემდნენ სამინისტროს უფლებას, რომ არსებული გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელთაც ვბეჭდავთ, არსებობდეს ელექტრონული, — PDF ფაილის სახით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საუბარია ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად, PDF ფაილის ხელმისაწვდომობაზე, რაც არ ანაცვლებს ნაბეჭდ სახელმძღვანელოს.” — განაცხადა დგებუაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button