ემა გოგოხიას თეა წულუკიანი მიკროფონს არ უბრუნებს
“მთავარი არხის” სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ჟურნალისტი ემა გოგოხია საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს ამ დრომდე არ გამოუკითხავთ.
ჟურნალისტის კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თავდასხმის ობიექტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კადრებში კარგად ჩანდა როგორ მიითვისა “მთავარი არხის” მიკროფონი მინისტრმა და როგორ შეუშალა ხელი ჟურნალისტს საქმიანობის განხორციელებაში, შსს საქმის გამოძიებას მაინც არ ჩქარობს.
“ფაქტთან დაკავშირებით არავინ არ შემხმიანებია. მეტიც, თავად შევეცადე გამერკვია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე საგამოძებო მოქმედება მიმდინარეობდა თუ არა, თუმცა ამაოდ, ჩემ სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობენ.
მაშინ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაგვიბარა, რომ გამოკითხვის ოქმს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს გადასცემდნენ და შემდეგ რა სახის დავალებასაც მიიღებდნენ ისე გაგრძელდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, დავალებად მიიღეს, რომ პასუხი არ მქონოდა”, – ამბობს ემა გოგოხია.
ამ თემასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და ამჯერად “მთავარი არხის” ჟურნალისტი მიკროფონის დასაბრუნებლად სვანეთში “დაიბარა”. წინააღმდეგ შემთხვევაში წულუკიანმა თქვა, რომ მომავალ შეხვედრამდე ჟურნალისტმა უნდა დაიცადოს.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა.
ნახეთ ვიდეოები