ენდი მარეი პლანეტის ნომერ პირველი ჩოგბურთელია!

პარიზის მასტერზ1000–ზე მილოშ რაონიჩმა ნახევარფინალის ჩატარება, ფეხის კუნთის ტრავმის გამო, იუარა და 29 წლის შოტლანდიელი ენდი მარეი უბრძოლველად პლანეტის ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდა! პარიზის მასტერზის გადამწყვეტ მატჩში მარეი ამერიკელ ჯონ იზნერს შეხვდება. წლეულს ენდიმ 7 ტიტული მოიგო. მიმდინარე სეზონში მარეიმ 82 მატჩიდან 73 გამარჯვებით დაასრულა. მსოფლიოს პირველი ჩოგნისთვის განკუთვნილ საგანგებო პრიზს მარეის 10 ნოემბერს ლონდონში, ATP–ის სეზონის შემაჯამებელი ტურნირის სტარტის წინ გადასცემენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button