“ისლამური სახელმწიფოს” მეომრებმა ნავთობჭაბურღილებს ცეცხლი მოუკიდეს[Video]
ISIS-ის მეომრებმა, რომლებიც ერაყის ქალაქ მოსულის სამხრეთის გარეუბნებს იძულებით ტოვებენ, 19 ნავთობჭაბურღილს ცეცხლი მოუკიდეს.
BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას სუნთქვა უჭირს, შინაური ცხოველები იღუპებიან.
ISIS-ის მეომრები მოსულის გარეუბნებში კიდევ 6 ნავთობჭაბურღილს აკონტროლებენ, არასებობს იმის საშიშროება, რომ ექსტრემისტები მათაც გადაწვავენ.
შეგახსენებთ, რომ მოსულის რაიონში ერაყის სამთავრობო ჯარი შეტევებს განაგრძობს. გააფრთებული ბრძოლების შედეგად ქალაქს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ტოვებს.
https://www.youtube.com/watch?v=chPUkYWYoWg