კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შესაძლოა ია მაქაცარიამ ჩაანაცვლოს

არაოფიციალური ინფორმაციით, კულტურის მინისტრად შესაძლოა თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ია მაქაცრია დაინიშნოს.

გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფსა და არც ადასტურებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
მისი თქმით სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას პრემიერი გააკეთებს. გიორგაძემ მაქაცარია დადებითად შეაფასა და აღნიშნა , რომ მასთნ ერთდ ბევრი ერთობლივი პროექტი აქვს განხორციელებული.

„მას დავახასიათებდი, როგორც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალს, ძალიან კარგ გუნდურ მოთამაშეს“,- აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button