ენერჯი გრუპმა GNCC-ის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა

შპს “ენერჯი გრუპმა”და მისმა მფლობელებმა, საჯარო პირებმა, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა და ლაშა ჩხენკელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წინააღმდეგ დავა შეწყვიტეს და სარჩელი უკან გაიხმეს – ამის შესახებ რადიო ჰერეთს საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სადაც დღეს 7 მაისს პროცესი უნდა გამართულიყო.

რადიო ჰერეთი სასამართლომ აღნიშნულ დავაში მესამე მხარედ არ ჩართო, რის გამოც რადიოსადგურის დამფუძნებელმა კერძო საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

“ენერჯი გრუპის” სარჩელის უკან გაწვევას რადიო ჰერეთის დამფუძნებლიც ვარაუდობდა.

რამაზ სამხარაძეს იმედი აქვს, რომ კომისია ჰერეთს თბილისში მაუწყებლობის ლიცენზიას მალე მიანიჭებს და რადიოსადგური 8 წლიანი მოლოდინის შემდეგ FM93.5 – ზე დაიწყებს მაუწყებლობას.

მოუსმინეთ რადიო ჰერეთის დამფუძნებლისა და დირექტორის რამაზ სამხარაძის ხმას:

 

მსგავსი პოსტები

Back to top button