საყდრისის საქმე და ურთიერთბრალდებები

საქალაქო სასამართლო განიხილავს საყდრისში სამუშაობის შეჩერების შესახებ შუამდგომლობას – განაცხადა „საყდრისის მცველმა“ ნინო მიქიაშვილმა.

მისი თქმით, დაზიანებულია საყდრისთან ახლოს მდებარე ტაძარი.

“საყდრისის აფეთქებების გამო იქვე 50 მეტრში არსებული ორი ტაძარი იბზარება, ნადგურდება და ცვივა შესალესი მასალა. იქ აღმოაჩინეს 27 სამარხი ქვაყუთები, ამოიღეს ძვლები და ჩამარხეს ორსაყდრების უკან”, – განაცხადა ნინო მიქიაშვილმა.

კომპანია “არემჯი” ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას დეზინფორმაცია უწოდა. განცხადებაში ნათვამია, რომ ადგილზე მიმდინარეობს არქეოლოგიურ-კვლევითი სამუშაოები, მაგრამ არა ყაჩაღიანის ბორცვზე, არამედ სრულიად სხვა ტერიტორიაზე, რომელსაც ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან არავითარი კავშირი არა აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button