მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ენგურჰესის ხელმძღვანელები ოკუპანტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ 30 ოქტომბერს ენგურის ხიდი ჩაიკეტოს – ანა წითლიძე
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში ორგანიზაციის თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრმა, ანა წითლიძემ ბრიფინგი გამართა.
მან ჟურნალისტებს ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიას და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ჯონი ჭანიას შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც წითლიძის თქმით, მონაწილეობენ მოქალაქეებისთვის პირადობების მოწმობების ჩამორთმევაში და ასევე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ხელისუფლების სახელით რუს ოკუპანტებთან, რომ 30 ოქტომბერს ჩაიკეტოს საოკუპაციო ხაზი,რათა დევნილებმა ვერ შეძლონ გადმოსვლა და არჩევნებში მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ზუგდიდში 30 ოქტომბერს გაიმართება.
მეორე ტურში ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი მამუკა წოწერია და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ანზორ მელია დაუპირისპირდებიან.