რეგიონი

ენგურის ე.წ. საკონტროლო – გამშვებ პუნქტთან, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის მშენებლობა დასრულდა,

სამეგრელო – აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ე.წ. საკონტროლო – გამშვებ პუნქტთან,უბაჟო ვაჭრობის მაღაზია Duty Free-ს მშენებლობა დასრულდა,-წერს აფხაზური გამოცემა “ნუჟნაია გაზეტა”.

მათივე ცნობით, მისი აშენების ნებართვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა ჯერ კიდევ 2021 წლის 31 აგვისტოს გასცა.

გამოცემის თანახმად,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Apsny Duty – ს “სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურთან” შეთანხმების შემდეგ ეძლევა ნებართვა გამოიყენოს “ენგურის საგუშაგოს ფარგლებში არსებული ტერიტორია” უბაჟო მაღაზიის მოსაწყობად.

სტატიის მიხედვით,სამშენებლო მოედანი ხიდის წინ, მარჯვნივ აფხაზეთიდან სამეგრელოსკენ გამსვლელების გზაზეა,თუმცა აფხაზეთში შემსვლელები ვერ შეძლებენ მაღაზიით სარგებლობას, რადგან მათ ბადე ეღობებათ და გზას უკეტავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button