მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ენგურზე გარდაცვლილების ნათესავები პასუხისმგებლობას აფხაზ და ქართულ მხარეს აკისრებენ

მდინარე ენგურში დაღუპული ორი მოქალაქის ცხედარს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეს, დღის მეორე ნახევარში გადაასვენებენ. როგორც გარდაცვლილის ნათესავებმა განაცხადეს, ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც აფხაზე მხარეს, ისე ქართულ მხარეს.

მათი თქმით, რომ არა 5 დღიანი კარანტინი მოქალაქეები იძულებულბი არ იქნებოდნენ ე.წ. შემოვლითი გზით გადმოსულიყვნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

7 აპრილს მდინარე ენგურზე ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია.

ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button