ენმ-მ საკონსტიტუციო კომისია დატოვა

”ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო კომისია დატოვა. პარტიაში აცხადებენ, რომ კომისიის მუშაობა ძალაუფლების უზურპაციისაკენ მიმართული იყო და მათ დემოკრატიის საწინააღმდეგო პროცესში მონაწილეობა არ სურთ.

რომან გოცირიძის განცხადებით, კომისიის დატოვება არის კონსტიტუციის გაუმჯობესებისაკენ მიმართული პოლიტიკური ხერხი, რომელიც კომისიის ლეგიტიმაციის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამ ქმედების მიზნობრიობას ვერ ხედავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button