მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის მოსახლეობის ნაწილი ყურძნის ჩაბარებას ითხოვს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის მოსახლეობის ნაწილი ყურძნის ჩაბარებას ითხოვს.
პროტესტის ნიშნად, მოსახლეობამ თელავი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.
ერთ-ერთი ადგილობრივის ზვიად მანასაროვის ინფორმაციით, უკვე დაკრეფილი, მისი ოჯახის წევრის მოსავალი, არცერთმა ქარხანამ არ ჩაიბარა.
“დეიდაჩემის ვენახი დავკრიფე, ხან სად გამგზავნეს და ხან, სად და მაინც არ ჩაიბარეს. ხალხი კრეფავს და ვერ აბარებს, ან სასცილო ფასს უხდიან. აბა კითხეთ მევენახეებს, ზოგი დაკრეფასაც არ აპირებს”, – განაცხადა მანასაროვმა.
აქციის მიმდინარეობისას, ზვიად მანასაროვი შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
კახეთში რთველი 2020-ის შტაბის წარმომადგენლის, ბესო სულაქველიძის განმარტებით, მევენახეებისათვის ყურძნის მიმღები ქარხნები, კარგადაა ცნობილი.
“მათ იციან, რომ სამი ქარხანა იბარებს ყურძენს. კონკრეტულად მანასაროვი, შტაბიდან გრუზვინპრომში გააგზავნეს”, – განაცხადა სულაქველიძემ.
ამ დროისთვის თელავი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, ტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button