“ენმ” სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას არ ჩქარობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სამოქმედდო გეგგმის გასაჯაროებას არ ჩქარობს.

პოლიტიკურ ბრძოლას ვაგრძელებთ- ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

“მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, რომლებიც აანონსებენ პოლიტიკიდან წასვლას. შექმნილი სიტუაცია ქმნის ახალ რეალობას, სადაც ნაციონალური მოძრაობაყალიბდება ერთადერთ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალად ამ ქვეყანაში. ნაციონალური მოძრაობისწარმატება და მომავალი განსაზღვრავს არამხოლოდ მისი მხარდამჭერების ბედს, არამედ ნაციონალურ მოძრაობაზე გადის პოლიტიკური ბრძოლის ხაზი იმისთვის, რომ ქვეყანაში არ დამყარდეს ერთპარტიული რეჟიმი. სწორედ ამიტომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად,”-აცხადებს დავით ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება შეიძლება საზიანო იყოს საერთო პერსპექტივისთვის. საბოლოო გადაწყვეტილებას და სამოქმედო გეგმას კი პარტია პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაახმოვანებს.

„ჩვენ არ ვაპირებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ხელისუფლებას გააძლიერებს, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, გამოვიყენებთ ყველა კანონიერ პოლიტიკურ მეთოდს, ეს მოიცავს როგორც საპროტესტო აქციებს, ასევე პოლიტიკურ ინსტიტუტებში ბრძოლას,“-აცხადებს დავით ბაქრაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button