საფრანგეთის პოლიციამ კარდაშიანის სამკაული იპოვა

ფრანგმა პოლიციელებმა რეალითი შოუს ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანის ერთ-ერთი სამკაული იპოვეს, რომელიც მას მძარცველებმა წაართვეს.

ინფორმაციას The Daily Mail ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ძვირფასი ქვა პარიზის სასტუმრო No Adress-ის მახლობლად აღმოაჩინეს. გამომძიებლების ვარაუდით, შესაძლებელია, რომ სამკაულზე თავდამსხმელების დნმ-ის კვალი აღმოაჩინონ.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში კარდაშიანი პარიზში, მის საკუთარ ელიტურ რეზიდენციაში დააყაჩაღეს. მძარცველებმა 9-დან 10 მილიონ დოლარამდე შეფასებული სამკაულები გაიტაცეს და მიიმალნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button