მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ეპიდემიოლოგები “ინდური შტამის” მასობრივ გავრცელებას ვარაუდობენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

საქართველოში არსებულ კოვიდვითარებას ეპიდემიოლოგები საყურადღებოდ მიიჩნევენ, ისინი მოსალოდნელ ცვლილებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ აგვისტოში “ინდური შტამი” “ბრიტანულს” თითქმის მთლიანად ჩაანაცვლებს

“ყველამ უნდა გააკეთოს ის, რომ ეს პიკი ავიცილოთ, ყველა ღონისძიება უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ის ახალი ტალღა იყოს ნაკლებ მტკივნეული, ნაკლები ინფიცირებული რაოდენობა, რომ არ დარჩეს პაციენტი ჰოსპიტალიზაციის გარეშე,” განაცხადა ინფექციონისტმა ეკა ჭოლაძემ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში – 1400-მდე პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 11 კოვიდ-პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button