ეპიდემიოლოგები კახეთში კორონავირუსის შემთხვევების კლებაზე საუბრობენ

კახეთში ეპიდემილოგიური ვითარების სტაბილიზაცია შეინიშნება – ინფორმაცია ამის შესახებ, რადიო ჰერეთს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებამ მიაწოდა.
ცენტრის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით 16 დეკემბრის ღამით რეგიონში, კორონა ვირუსის 138 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
” ტესტირებების გაზრდილი რაოდენობის ფონზე, ვითარების სტაბილიზაცია შეინიშნება. რამდენიმე კვირის განმავლობაში, რეგიონში, დღიური შემთხვევების რაოდენობა თითქმის 400- ს აღწევდა. ბოლო კვირაში, ინფიცირებულთა რიცხვის შესამჩნევი კლებაა. სამწუხაროდ, დღის განმავლობაში, სამი ადამიანი გარდაიცვალა, სამივე სტაციონარში მკურნალობდა- განაცხადა ხიზანიშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 7273- ს აღწევს.
აქედან, ყველაზე მეტი 1755 შემთხვევა თელავში ფიქსირდება, 1552 გურჯაანში, 938- ლაგოდეხში, საგარეჯოში -856, ყვარელში- 632, დედოფლისწყაროში, 562, ახმეტაში- 538, ხოლო სიღნაღში-440 კოვიდ ინფიცირებულია.
საერთო მონაცემებით, მკურნალობას გადის 3163 პირი. აქედან 2984 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 10 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 169 იმყოფება კოვიდ კლინიკაში.
რეგიონში კორონა ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4060- შეადგენს, 50 გარდაიცვალა.