მსოფლიოსიახლეები

“ექიმები, რომლებიც წუწუნებენ, სამსახურიდან უნდა გაყარო”

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მოითხოვა, რომ ის პირები, რომლებიც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობაში არიან ჩართული და ვირუსისგან დამცავი აღჭურვილობის უკმარისობის შესახებ წუწუნებენ, სამსახურიდან უნდა გაათავისუფლონ. ამის შესახებ მან რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“პროვოკატორები უნდა გააგდო სამსახურიდან. ჩვენ ყველაფერი საკმარისი გვაქვს, – აღჭურვილობა, კოსტუმები, პირბადეები. ყველაფერი გვყოფნის”. – აცხადებს იგი.

კადიროვის თქმით, ჩეჩნეთში ახალი კორონავირუსისგან თავის დაცვის ყველანაირი საშუალება და მედიკამენტებია, იმდენი, რომ რესპუბლიკას შეუძლია მეზობელ ქვეყნებსაც დაეხმაროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button