ექსტრემალმა ეიფელის კოშკი დალაშქრა [Video]
ბრიტანელი ექსტრემალი, ჯეიმს კინგსტონი ეიფელის კოშკის ზედა მოედანზე ავიდა და კამერა GoPro-ზე თავბრუდამხვევი ვიდეო გადაიღო, – გვაცნობებს The Daily Mail.
ვიდეოზე 24 წლის კინგსტონი ეიფელის კოშკის ლარტყზე, მიწიდან 274 მეტრ სიმაღლეზე, თავისუფლად “დასეირნობს”.
“ეიფელის კოშკი დიდი ხანია ჩემი მიზანი იყო” – მიაწერა ვიდეოს კინგსტონმა და YouTube-ის საკუთარ არხზე განათავსა.
კინგსტონი, მეგობრებთან ერთად, ეიფელის კოშკზე ღამის პირველ საათზე ავიდა და იქ დილის 8 საათამდე გაჩერდა, სანამ პოლიციამ არ დააკავა.
ახალგაზრდები პოლიციის განყოფილებაში 6 საათი გააჩერეს, შემდეგ კი ბრალდების წაუყენებლად გაათავისუფლეს.