ერაყში სეტყვის მდინარე მიედინება [Photo/video]
ერაყში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქვეყანაში ომის შედეგად გამოწვეული მძიმე მდგომარეობა უფრო გააუარესა. ეს წარმოუდგენელი ვიდეომასალა აბობოქრებულ სტიქიას ასახავს, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ქაოსი გამოიწვია.
უდაბნოში ნახევრად გაყინულმა მდინარემ გამოხეთქა, ადგილობრივი მკვიდრნი კი საკუთარ თვალებს ვერ უჯერებენ.
გვალვიანი კლიმატით ცნობილი რეგიონი ყინულის შტორმების, ძლიერი ქარისა და თავსხმის დარტყმის ქვეშ მოექცა.
ქვეყნის სამაშველო სამსახურს ქვიშის ქარიშხალთან გამკლავების გამოცდილება აქვს, მაგრამ ყინულის თავსხმის წინაშე, რომელმაც საავადმყოფოები და სამთავრობო დაწესებულებები დატბორა, მოუმზადებელი აღმოჩნდა.
ერაყელების ცნობით, გოლფის ბურთის ზომის სეტყვამ მდინარეების – ევფრატისა და ტიგროსის ნაპირებიდან გადმოსვლა გამოიწვია.
სტიქიის ბობოქრობის გამო ერაყის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23971″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]