ამერიკელმა რეპერმა ფანატებს ფული დააყარა [Video]

პოპულარულმა ამერიკელმა რეპერმა – ფეტი ვაპმა თავის თაყვანისმცემლებს ფული დააყარა. მუსიკოსმა ხალხს სხვადასხვა ნომინალის კუპიურებით 2 000 დოლარი სტყორცნა, – წერს გამოცემა Metro.

ფეტი ვაპი შვილთან ერთად ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სეირნობდა. რაღაც მომენტში იგი თაყვანისმცემლებმა ალყაში მოაქციეს. რეპერი ისეთ კარგ ხასიათზე იყო, რომ ხალხს ფული ესროლა.

შემთხვევის ამსახველი ვიდეო, სადაც ადამიანები ბანკნოტებს იჭერენ, ვარსკვლავის ფანატებმა ინტერნეტში განათავსეს.

მოგვიანებით ვაპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხალხისთვის საკუთარი ქონების განაწილებამ სიამოვნება მიანიჭა.

მიმდინარე წლის ზაფხულში პოპულარულმა რეპერმა თავი ბანკროტად გამოაცხადა. მუსიკოსის ვალები და აქტივები 50 მილიონ დოლარამდეა შეფასებული.

25 წლის ფეტი ვაპი პოპულარული 2012 წელს გახდა. მისი სიმღერები – “679”, “My Way” და “Trap Queen” დიდი მოწონებით სარგებლობს. რეპერის ბოლო სინგლი კი Billboard-ის ჩარტის ათეულში მოხვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button