“ფუკუშიმას” დამცავი კედელი გადაიხარა და გაიბზარა [Photo]

იაპონიაში, ატომური ელექტროსადგურის, “ფუკუშიმა-1”-ის ტერიტორიაზე დამცავი კედელი გადაიხარა და გაიბზარა. მოცემული ნაგებობა რადიოაქტიური სითხის წყალში გაჟონვის ასარიდებლად იყო აშენებული. მისი აგება 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდა, – გადმოსცემს სააგენტო Kyodo.

780 მეტრის ნაგებობა მიწის ქვეშ 30 მეტრის სიღრმეზეა ჩაფლული. მონიტორინგის დროს ექსპერტებმა კონსტრუქციის 20 სანტიმეტრით გადახრა აღმოაჩინეს, რომელიც კედლის ქვედა ნაწილზე გრუნტის წყლების წნევამ გამოიწვია. გადახრის გამო კედლის საყრდენში ნახევარ-კილომეტრიანი ბზარი გაჩნდა.

ექსპერტები სარემონტო სამუშაოებს შეუდგნენ. შეიცვალა თუ არა ზღვის წყლის რადიაციული დაბინძურების ფონი, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, 2011 წლის 11 მარტს, იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 9,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. წყალქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია, რომელმაც “ფუკუშიმა-1″-ის 4 ენერგობლოკი დატბორა. მაშინ სტიქიას 16 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 400 ათასი სახლი დაინგრა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23979″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button