მსოფლიოსაქართველოსიახლეები

ერდოღანმა მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

ამის შესახებ Twitter-ზე თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი წერს. „ჩვენმა პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს და უთხრა: „ჩემო ძმაო, მადურო! გამაგრდით, ჩვენ თქვენთან ვართ!“ – დაწერა იბრაჰიმ კალინმა.

23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე, ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ამ დროისთვის უკვე აღიარეს: აშშ-მა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, პერუმ, პარაგვაიმ, ეკვადორმა, კოსტა-რიკამ, გვატემალამ და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ. ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირი. ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარე გარდამავალ პრეზიდენტად საქართველომაც აღიარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button