მნიშვნელოვანისაქართველო

ერგნეთის შეხვედრაზე ვერც ერთ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ

ვერც ერთ საკითხზე შეთანხმდნენ მხარეები სოფელ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრის შემდეგ ქართულმა მხარემ თავის უკმაყოფილება ვერ დამალა. ევროკავშირისა და ეუთოს შუამავლობით მხარეებს საოკუპაციო ხაზთან სიტუაციის დარეგულირებაზე უნდა ესაუბრათ, თუმცა შეხვედრის შემდეგ ვითარება ისეთი დარჩა, როგორიც მის დაწყებამდე იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მხარეების პოზიციები უცვლელია, რის გამოც შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი გახდა.

ერგნეთის შეხვედრის განსახილველი ერთ-ერთი თემა იყო სოფელ კოდისწყაროსთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ორი მოქალაქის საკითხი. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ეს საკითხი დააყენა ერგნეთის რიგით მეშვიდე ტექნიკურ შეხვედრაზე, მაგრამ ჯერჯერობით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მოქალაქეების გადმოცემა არ იგეგმება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ამ საკითხის გარდა, ერგნეთის შეხვედრაზე სხვა თემებიც განიხილეს, მაგრამ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და ვერც ერთ საკითხზე მოხდა შეთანხმება. შესაბამისად, ორი გამშვები პუნქტი ახალგორსა და პერევში კვლავ ჩაკეტილია. ანთაძის თქმით, შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მოითხოვდნენ სოფელ ჩორჩანაში ქართული მხარის მიერ აშენებული საგუშაგოს მოშლას, მაგრამ ანთაძის თქმით, ქართულ მხარეს აქვს მტკიცე პოზიცია და საგუშაგოს მოშლა არ მოხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button