მნიშვნელოვანირეგიონი

“ერის მოღალატე” – ასეთი წარწერით, ლევან ბერძენიშვილის ფოტო თელავში კიდევ გამოჩნდა

“ერის მოღალატე” – ასეთი წარწერით, ლევან ბერძენიშვილის ფოტო თელავში კიდევ გამოჩნდა.
თელავში, პოლიტიკოსისა და ფილოლოგის, ლევან ბერძენიშვილის ფოტო, ნაგვის ურნაზე გააკრეს.

ფოტო დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდგარ ურნაზე, ადგილობრივებმა, გვიან, ღამით შენიშნეს.
ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ურნებთან არავინ დაუნახავთ და არც ავტორის ვინაობა იციან.

ლევან ბერძენიშვილის ფოტო, დაახლოებით, ერთი კვირის წინ, თელავის ერთ- ერთ საპირფარეშოში, ადგილობრივმა პრორუსულმა ჯგუფმა გააკრა.
იმავე ჯგუფმა, თელავში ორგანიზება გაუკეთა საპროტესტო აქციას, რომელიც ქართლ- კახეთის მეფის, ერეკლე მეორეს მოღვაწეობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.

თელავში გამათულ საპროტესტო აქციას, ის ადგილობრივებიც ესწრებოდნენ, რომლებიც პრორუსულ ჯგუფებს არ თანაუგრძნობენ.

მოგვიანებით, აქციის ორგანიზატორები ახეტაში, პრორუსული კონსერვატიული პარტიის ოფისს, საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან იცავდნენ.

პრორუსული ჯგუფების გააქტიურება, ლევან ბერძენიშვილის განცხადებას მოჰყვა, სადაც მან, რუსეთთან გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის გამო, ერეკლე მეორეს, მოღალატე და ცუდი მმართველი უწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button