მნიშვნელოვანირეგიონი

მარო მაყაშვილის დღიურების მიხედვით, ცხინვალის თეატრმა სპექტაკლი დადგა

მარო მაყაშვილის დღიურების მიხედვით, ცხინვალის თეატრმა სპექტაკლი დადგა.
სპექტაკლი თელავის დრამატული თეატრის სცენაზე განხორციელდა.

ცხინვალის თეატრალური დასის მსახიობებმა, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის დღიურის ინსცენირება მოახდინეს, სადაც ის საკუთარ თავსა და იმ დროის საქართველოში, განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
სპექტაკლი, რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა.

მარო მაყაშვილის დღიურის დედანი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ლიტერატურის მუზეუმმა, დღიურის შევსებული ვარიანტი წიგნადაც გამოსცა.
19 წლის სტუდენტი მარო მაყაშვილი, 1921 წელს, საქართველოში მე-11- ე არმიის შემოჭრისას მოხალისედ წავიდა ფრონტზე,
წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა.

19 თებერვალს, ახალგაზრდა ქალი, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.
მარო მაყაშვილი დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში,.ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button