ერისიმედში, კორონა ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/10/საკარანტინე-შეზღუდვა.jpg)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში, კორონა ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.
კოვიდ-19 ერისიმედში დაფიქსირებული ორი შემთხვევის, ერთ კონტაქტს დაუდასტურდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კვლევისათვის, ინფიცირებულების სულ ექვსი კონტაქტის ბიოლოგიური მასალაა გაგზავნილი, რომლების პასუხი, სავარაუდოდ, ხვალისათვის იქნება ცნობილი.
ეპიდემიოლოგებისა და ექიმების გადაწყვეტილებით, სოფელში ტესტირებას, მხოლოდ იმ პირებს ჩაუტარებენ, ვისაც ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება.
ერისიმედში კვლავ საკარანტინე წესები მოქმედებს. სოფლის შესასვლელში, სამედიცინო კარავია მოწყობილი და მოქალაქეების თერმოსკრინინგი გრძელდება.
შეგახსენებთ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში შეზღუდვების დაწესება, კორონა ვირუსის ორი შემთხვევის დადასტურებას მოჰყვა.
კივიდ 19 ერთი ოჯახის ორ წევრს დაუდგინდა. ამის გამო, 9ოქტომბერს , საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ერისიმედში საკარანტინე წესები შემოიღეს.