მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობის პრობლემები მოისმინეს

გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ, პანკისის ხეობის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრა თელავში გაიმართა.

რეგიონული დირექტორი აფშან ხანი, იუნისეფის წარმომადგენლებსა და კახეთის რეგიონის პირველ პირებთან ეთნიკური ქისტებით დასახლებული ხეობის პრობლემების გადასაჭრელი თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდა.

„გაეროს ბავშვთა ფონდი მოხარულია კახეთის რეგიონში სტუმრობით. ჩემთან ერთად არიან სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატები, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა მათთვის, რომ ჩავიდნენ პანკისის ხეობაში და ჩვენთან ერთად მოისმინონ იქ მცხოვრები ადამიანების საჭიროებები და სურვილები. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ მათთან ერთად მოვახდინოთ გავლენა განვითარების პროგრამებზე და ქალებისა და ბავშვების ხელშეწყობის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დავგეგმოთ“- განაცხადა აფშან ხანიმ.

ევროკავშირის მხარდაჭერით, პანკისის ხეობაში რამდენიმე, მათ შორის ინგლისური ენის უფასოდ შესწავლის პროგრამა ხორციელდება.

2019 წელს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი პირადად იმყოფებოდა პანკისში, სადაც სოფლის განვითარების პროექტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) წარადგნა და ახალი პროექტის “ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას დაესწრო.

ევროკავშირის მხარდაჭერით, კორონა ვირუსის პანდემიამდე, პანკისის ხეობაში მცხოვრები პედაგოგები, სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button