კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში ზებრა გადასასვლელზე მოზარდს მანქანა დაეჯახა

9 წლის მოზარდი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თელავში. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერეკლე მეორეს გამზირზე მოხდა.

ქვეითად მოსიარულე მოზარდს ზებრა გადასასვლელზე, მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებული ბიჭი, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ამ წუთებში შესაბამისი დახმარება უტარდება.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მოზარდს ფეხები აქვს დაზიანებული.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

მსგავსი პოსტები

Back to top button