ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეა. მის დანიშვნას პრეზიდენტმა ოფიციალურად ხელი მოაწერა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, გვენეტაძისნაირი პროფესიონალი საქართველოს ეროვნულ ბანკს ნამდვილად გამოადგება. კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი ეკონომიკური წინსვლისთვის ყველაფერს გააკეთებს.

მისივე თქმით, პრესასთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი კობა გვენეტაძე 2 მარტს ერთხმად დაამტკიცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button